მას შემდეგ, რაც პრესაში გავრცელდა ხმები ბიონსესა და ჯეი-ზის დაშორებასთან დაკავშირებით, არ წყდება პარალელური ცნობებიც იმის შესახებ, რომ წყვილი ქორწინების გადარჩენას ცდილობს. ჯერ ცნობილი გახდა, რომ ვარსკვლავური ოჯახი ახალი ცხოვრების დაწყებას ახალი ფურცლიდან აპირებს და ამისთვის ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი მდიდრული ვილაც კი შეიძინა. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ ბიონსე ორსულად არის. ქსელში გავრცელდა მცირე რგოლი, სადაც მკაფიოდ ჩანს მომრგვალებული მუცელი.
აღნიშნულ ფაქტზე მომღერალს კომენტარი, რა თქმა უნდა, არ გაუკეთებია. ინსაიდერის თქმით, ბიონსეს გარემოცვა დუმს, როდესაც საუბარი მის ორსულობაზე მიდგება და ეს უცნაურია, რადგან როგორც წესი, აქამდე ისინი შესაძლო ორსულობას სასტიკად უარყოფდნენ.
ამასთან, წყარო ამბობს, რომ ბიონსესაც და ჯეი-ზისაც, დიდი ხანია მეორე შვილი სურს.
