დეპი-ჰარდის დაძაბული სასამართლო პროცესის შემდეგ, ჯონის ადვოკატის, კამილა ვასკესის შესახებ ბევრი დაიწერა. დასავლური მედია მსახიობსა და ადვოკატს შორის ფლირტზეც საუბრობდა, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ კეთილგანწყობა და მეგობრობა იყო. აღსანიშნავია, რომ ვასკესი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, მან ჯონის გამარჯვებაში დიდი წვლილ შეიტანა, პროცესის შემდეგ ის დააწინაურეს კიდეც.
ახლახან, კი ინტერნეტსივრცეში მათი ერთობლივი ფოტოები გავრცელდა. კამილა პრაღაში, ჯონის კონცერტს დაესწრო. ისინი დიდ ხანს, სიხარულითა და ემოციებით საუბრობდნენ. მეტიც, 37 წლის კამილამ ჯონს ბოიფრენდიც კი გააცნო.