როგორც ჩანს, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი წყვილის სტატუსი ურთიერთობის გადასარჩენად არც ისე საკმარისი მიზეზია. ყვითელი პრესა ხშირად წერდა ჯეი-ზის გაუთავებელი ღალატის შესახებ, თუმცა როგორც ჩანს, ამჯერად ყველაფერი სერიოზულად არის.
ბიონსემ გადაწყვიტა მეუღლეს დაშორდეს და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გაჩნდა, თუმცა მაშინ არცერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია და საზოგადოებაში კვლავ ერთად გამოჩნდა.
ყველაფერს კი ჯეი-ზის არაოფიციალური შვილის არსებობაც ერთვის, რომელიც მომღერლისთვის უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა. როგორც გაირკვა, ჯეი-ზი მამა პირველად 1992 წელს გახდა.
როგორ დასრულდება კონფლიქტი ცნობილ ვარსკვლავურ წყვილს შორის, უცნობია.