LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის არის საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ქვეყანას ვერ დააქცევს, მაგრამ მისი ასეთი განცხადებები საზიანოა ქვეყნისთვის, მზად ვართ, კიდევ ერთხელ ყველაფერი ავუხსნათ, მაგრამ მოლოდინი, რომ რაღაცებს გააანალიზებს აღარ გვაქვს – კობახიძე

140
კობახიძე და ზურაბიშვილი

პრეზიდენტს არ აქვს განსაკუთრებული კომპეტენციები, რომ ჩვენ, ან ქვეყანას რაიმე სერიოზული პრობლემები შეუქმნას. პატარ-პატარა სირთულეები შეიძლება შექმნას, მაგრამ ის, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით წარმართოს, ამას ვერ შეძლებს, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში კომპეტენციები აქვს ძალიან შეზღუდული. ამის გამო, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინტერესი, რომ მასთან პოლემიკაში შევიდეთ, საჯარო პოლემიკა წარვმართოთ მასთან, დაპირისპირება გვქონდეს და ა.შ., – განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის LIVE“-ის ეთერში.

მისი თქმით, პრეზიდენტის ზოგიერთი განცხადება ქვეყნისთვის საზიანოა.

„ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ მისთვის რაღაცები აგვეხსნა. მათ შორის ინფორმაციის დეფიციტის გამო შეიძლება უჭირდა რაღაცების გაანალიზება, სწორად შეფასება. გარწმუნებთ, მას ჩვენ ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია გავუზიარეთ შარშანაც და წელსაც, ვიდრე ამის საშუალება გვაქვს საზოგადოებასთან. მაგრამ აქაც გაუჭირდა რაღაცების გაანალიზება და შეფასება, რაც სამწუხაროა. მაგრამ, გავიმეორებ, რომ ის არის საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რაიმე განსაკუთრებული კომპეტენციები არ აქვს, ქვეყანას ვერ დააქცევს, მაგრამ მისი ასეთი განცხადებები არის საზიანო ქვეყნისთვის და არა ჩვენთვის, მმართველი პარტიისთვის. მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ ყველაფერი ავუხსნათ, განვუმარტოთ, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ რაღაცებს გააანალიზებს, აღარ გვაქვს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, როცა ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში, საქართველოს არ ეხება? – ზურაბიშვილმა კობახიძე-მდინარაძის ციტატები წაიკითხა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g