LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო კაჭკაჭიშვილი: “რატომ ატყდა მეგი გოგიტიძეზე ეს ამბავი? ისეთი საამაყო ქართველი მუსიკოსია, რომ დაგენანათ რუსეთისთვის? მე მის გამოსვლებს მუსიკად ვერც აღვიქვამ”

2212
BeFunky-collage (3)

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი მომღერალ მეგი გოგიტიძესთან დაკავშირებით აზრს სოციალურ ქსელში აფიქსირებს.

როგორც კაჭკაჭიშვილი წერს, გოგიტიძის ნამღერს მუსიკად ვერ აღიქვამს.

“რაც ჩვენ არ ვიცით იმდენი ქართველია რუსეთში ვერც დავითვლით და რატომ ატყდა მეგი გოგიტიძეზე ეს ამბავი? ისეთი საამაყო ქართველი მუსიკოსია, რომ დაგენანათ რუსეთისთვის?

მე მაგალითად მის გამოსვლებს მუსიკად ვერც აღვიქვამ და შესაბამისად არც მაინტერესებს სად გამოვა და სად იშოვის ფულს!

სიმართლე ისაა, რომ ჩვენ გვიყვარს ლინჩის წესი და არ აქვს მნიშვნელობა ვის დავუშენთ

ზოგი არ ღირს დამიჯერეთ…

P.S: აი მაგალითად ბექა გოჩიაშვილმა, რომ დაუკრას მოსკოვში სული ამეწვება, კი ბატონო,” – წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.

შეგახსენებთ, მომღერალი მეგი გოგიტიძე სოჭსა და მოსკოვში კონცერტებს გამართავს. აღნიშნულ ინფორმაციას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

ამ მიზეზით გაუქმდა გოგიტიძის კონცერტი ბათუმში სექტორ 26-ში.

“ჩემს გაუქმებულ კონცერტს საქართველოში არასდროს დავივიწყებ, ისე ქმნით ჩემგან გმირს, რომ ვერც იაზრებთ” – მეგი გოგიტიძე მიმართვას ავრცელებს

“ასე თუ გეშინოდათ ჩემი არ მეგონა აქამდე… ვიღებ ამ განსაცდელს, თქვენ კი დაელოდეთ რა როგორ იქნება…” – მეგი გოგიტიძის მორიგი მიმართვა მათ, ვინც რუსეთში დაგეგმილი კონცერტის გამო აკრიტიკებს

მარტო მეგი გოგიტიძეა ჩასაქოლი ხალხო? თუ მარტო მეგი გოგიტიძე მღერის ქართველი რუსეთში? – ნინი შერმადინი

მომღერალი, რომელმაც „იურმალაში” მონაწილეობაზე უარი თქვა, მეგი გოგიტიძეს პასუხობს: „მე როგორც ქართველს, არ მქონდა უფლება.. წავიდე და ვიმღერო იქ, სადაც პუტინი ზის მსმენელთა შორის“

8 აგვისტომდე 2 დღით ადრე რუსებს რომ უმართავ ტაშ-ფანდურს, რად ღირს შენი სამშობლო, რომ ფულში ცვლი?! შენ აქ აღარავინ მოგისმენს, ამიტომ დარჩი იქ – დომენიკ მანგო მეგი გოგიტიძეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g