სანამ მსოფლიო მედია ჟიზელ ბუნდჰენის შესაძლო მესამე ორსულობის შესახებ განიხილავს, თავად მოდელი ოკეანის სანაპიროზე ოჯახთან ერთად ისვენებს.
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მოდელმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა. მართალია, მასში შეუძლებელია ბუნდჰენის მომრგვალებული მუცლის ნახვა, სამაგიეროდ სრულიად შესაძლებელია ჟიზელის მუსიკალური შესაძლებლობების შეფასება.