მაილი საირუსმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ლიამ ჰემსვორტის მიერ ნაჩუქარ საყურეებში პოზირებს. „მიყვარს ჩემი ცისარტყელა საყურეები, რომლებიც ჩემმა ბიჭმა ჩემთვის შექმნა“, – დაწერა მაილიმ სოციალურ ქსელში. ეს ლიამის მიერ ერთადერთი ხელნაკეთი ნივთი არ არის.
როდესაც 24 წლის გახდა, ჰემსვორტმა მას დიდი ოქროსფერი ბეჭედი აჩუქა, რომელიც ცისარტყელას ფორმით ძვირფასი ქვებით იყო გაწყობილი. აღნიშნული საჩუქარი მაილიმ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 2012 წელს ლიამის მიერ ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი მის სტილში არ ჯდება.