LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთიუ ბრაიზა: აშშ-ის დადანაშაულება, რომ საქართველოს ომში ჩართვა უნდა, ცოდნის ნაკლებობას ემყარება

137
მეთიუბრაიზა

აშშ-ის დადანაშაულება, რომ საქართველოს ომში ჩართვა უნდა, ცოდნის ნაკლებობას ემყარება – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“დასავლეთი ნამდვილად არ ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ომში… რუსეთი საქართველოს 20%-ის ოკუპირებას ახდენს. რუსეთმა მოახდინა ომის პროვოცირება. მე ვიცი ეს, მე მაშინ ვიყავი ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკის და მომდიოდა დაზვერვის მონაცემები. ვიცოდი, რომ რუსეთმა დაიწყო ომი. იმის შემდეგ, რაც გავაკეთეთ საქართველოსთვის – მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსეთს, ამერიკის დადანაშაულება, რომ საქართველოს ომში ჩათრევა უნდა, ემყარება ალბათ ცოდნის ნაკლებობას, თუ უარესს არა. ჩვენ არ გვინდა საქართველოს ომში ჩათრევა” – აცხადებს ბრაიზა.

მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g