LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო! გიორგი ანწუხელიძე! ის ამას შეძლებს წყნარად, ჩუმად, გაუსაძლის ტანჯვასა და წამებაში დამტვრეული სხეულის ფასად” – როგორ იხსენებენ აგვისტოს გმირებს

2419
უსათაურო დიზაინი (3)

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა.

დღეს აგვისტოს გმირებს მთელი ქვეყანა იხსენებს.

ერთ-ერთია 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, რომელიც ტყვედ ჩავარდნილი, წამების შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა მოკლეს. გარდაცვალების შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

გიორგი ანწუხელიძის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე ნინო გუჯაბიძე წერს:

“1984 წლის 18 აგვისტოს, ქვემო ალვანში, დაიბადება ბიჭი და მისი 24-წლიანი სიცოცხლის მანძილზე, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენს მის გარშემო, რომ ერთ დღესაც ის, საკუთარი ღირსებისა და სამშობლოს ღირსების დაცვით, თავისუფლებისთვის ბრძოლაში მუხლზე არ დაცემული ქვეყნისა და საქართველოსთვის მარადიული ერთგულების სიმბოლო გახდება!

და ის ამას შეძლებს წყნარად, ჩუმად, გაუსაძლისი ტანჯვისა და წამებაში დამტვრეული სხეულის ფასად..

ის ამას შეძლებს ამაყად და ქართულ მიწაზე საკუთარი სისხლის დაუნანებლად დანთხევის ფასად…

ის ამას შეძლებს ათასების მაგივრად, ათიათასების ნაცვლად!

და საკუთარი ქვეყნის მარადიულად ღირსეული არსებობისთვის, ტანჯვითა და ტკივილებით, მაგრამ დაუჩოქებლად წავა მარადისობაში…

დაუჩოქებელი საქართველოს სიმბოლო!

საქართველოს ღირსება და ეროვნული სიამაყე! გიორგი ანწუხელიძე!

ამ ქვეყნის ერთი ადამიანი, სიცოცხლის ბოლომდე ვიამაყებ, რომ შენი თანამედროვე ვიყავი!..” – წერს ნინო გუჯაბიძე სოციალურ ქსელში.

13 წელი აგვისტოს ომიდან და ანექსიის ტრაგიკული შედეგები

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს – ირაკლი ღარიბაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g