LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანი: სამწუხაროდ, ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას – იყვნენ ისეთებიც, ვინც ომის გაგრძელების მომხრე იყო

186
03180000-0aff-0242-ee55-08da38b72cab_w1200_r1

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ცდილობს შეამციროს დაძაბულობა და თავიდან აიცილოს კონფლიქტები რეგიონში.

აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა ანკარაში, ელჩების რიგით მე-13 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ერდოღანის თქმით, რუს და უკრაინელ კოლეგებთან საუბრისას ის ყოველ ჯერზე ხაზს უსვამდა დიალოგის წინსვლის მნიშვნელობას.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევინარჩუნეთ პოზიტიური ატმოსფერო და ვერ მივუახლოვდით სისხლისღვრის შეწყვეტას. იყვნენ ისეთებიც, ვინც ომის გაგრძელების მომხრე იყო. მხოლოდ მშვიდობისთვის მზადყოფნის განცხადებები საკმარისი არ არის. მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ პასუხისმგებელი მიდგომით“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები