LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“ – „ოცნების“ დეპუტატი რუსეთის მოქალაქეებზე გაკეთებულ განცხადებას განმარტავს

433
გივი

თბილისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ გივი ჩხარტიშვილი საკუთარ განცხადებას ფეისბუკის პირად გვერდზე განმარტავს.

გივი ჩხარტიშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„ნაცმოძრაობა და მისი ტელევიზიები დროს არ კარგავენ შექმნან „ფეიკამბები“ პროვოკაციებისთვის. ახლა საკრებულოს სხდომაზე ჩემი განცხადება ამოუღიათ მიზანში. ცდილობენ, სხვა შინაარსი შესძინონ – მტერთან თავმდაბლობისკენ მოგვიწოდებსო.

არა და არა ბატონებო.

რუსეთი ოკუპანტია.

დიახ, რუსეთი კლავს.

და სწორედ თავისუფლებისთვის საუკუნეების განმავლობაში მებრძოლი ჩვენი ხალხის სიბრძნეა ისიც, რაც ვაჟამ ერთ ფრაზაში ჩაატია –

დღეს, სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა.

მართებს რუსეთს ჩემი სისხლი!

დიახ, რუს აგრესორებთან ბრძოლას, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა, რომლის საფლავიც დღემდე არ გვაქვს.

თითოეული გმირის სისხლი მართებს, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა!

ჩვილების, ბავშვების, ქალების, მოხუცების სიცოცხლე მართებს, ვინც 1991 წლიდან რუსულ ჭურვებს, ნაღმებს, ტყვიებს შეეწირა.

მაგრამ, არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ ის, რაც ვთქვი – საუკუნეთა განმავლობაში მრავალი მტრით გარშემორტყმული საქართველოს და ქართველი ერის სტუმართმოყვარეობა! მიუხედავად იმისა, რა ეროვნების იყო სტუმარი.

სწორედ ეს ვთქვი.

რადგან ვერ დავემსგავსებით იმ ქვეყანას, იმ ერს, რომელმაც 2006 წელს მის მიწაზე სტუმარი ქართველები სატვირთო  თვითმფრინავებით გამოაძევა.

ეს დევნა ბევრს დაუჯდა სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად.

თუ ჩვენ ასე მოვიქცევით, ოკუპანტის მიზანიც მიღწეულია – დაგვიმგვანოს.

და რადგან ქართველობა და ღირსება გაცილებით მეტია მხოლოდ ერთს ვიტყვი, ვწუხვარ ჩემი ოპონენტების გამო, რომლებიც ასე, მცირე-მცირე პროვოკაციებით და ტყუილებით ცდილობენ დიდი ზვავის აგორებას. და ისე დააბრმავა პოლიტიკურმა სიბრაზემ და უმწეობამ, მიდიან ყველაფერზე, თუნდაც ამ ზვავმა მთელი ქვეყანა დაიტანოს“, – წერს გივი ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დეპუტატმა საქართველოში შემოსულ რუს ტურისტებზე საუბრისას მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და თავმდაბლობისთვის გამოჩენისკენ მოუწოდა.

ჩხარტიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ და „სირცხვილია“ ამ საკითხზე „პროვოკაციულ პერფომანსებში“ დაადანაშაულა.

მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ, ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა და თავმდაბლობა გამოვიჩინოთ ერის წინაშე – საკრებულოს დეპუტატი რუსებზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g