LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დონალდ ტრამპი – ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები პირველი ლედის ტანსაცმელში იქექებოდნენ

109
melaniadonaldi

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები პირველი ლედის ტანსაცმელში იქექებოდნენ, – ეს განცხადება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ სოციალურ ქსელ TRUTH social-ში მას შემდეგ გააკეთა, რაც გენერალურმა პროკურორმა დაადასტურა, რომ ტრამპის სახლი მის მიერ დამტკიცებული ორდერის საფუძველზე გაჩხრიკეს. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი წერს, რომ მისი ადვოკატები იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობდნენ და მითითებებს ასრულებდნენ, შემდეგ კი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები გაუფრთხილებლად გამოჩნდნენ.

„ჩემი რეზიდენცია დილის 06:30-ზე გაჩხრიკეს. იყო ძალიან ბევრი აგენტი. ახლა გავიგე, რომ ისინი პირველი ლედის ტანსაცმელში და პირად ნივთებში იქექებოდნენ“, – წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპს თეთრი სახლიდან დოკუმენტების უკანონო გატანაში ადანაშაულებენ. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და მიზნად ისახავს, ხელი შეუშალოს მის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g