LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს: ფინეთის პრემიერი

340
Capture

“არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როცა რუსეთი უკრაინაში ადამიანებს კლავს,- ამის შესახებ ფინეთს პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა.

მისი თქმით, მას ესმის „იმედგაცრუება, რაც ახლა ევროპაში აქვთ რუსების მოგზაურობის გამო, თითქოს არაფერი მომხდარა“.

„ვფიქრობ, არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, შევიდნენ ევროპაში, შევიდნენ შენგენის ზონაში, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როცა რუსეთი უკრაინაში ხალხს კლავს. ეს არასწორია”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ლიდერებმა უნდა განიხილონ აღნიშნული საკითხი.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ეჭვქვეშ აყენებს რუსი ტურისტებისთვის აკრძალვების დაწესებას. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ოსლოში სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„ვფიქრობ, არ არის სწორი, რომ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ იმოგზაურონ, შევიდნენ ევროპაში, შევიდნენ შენგენის ზონაში, იყვნენ ტურისტები, ნახონ ღირსშესანიშნაობები, როცა რუსეთი უკრაინაში ხალხს კლავს. ეს არასწორია”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ლიდერებმა უნდა განიხილონ აღნიშნული საკითხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g