LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ მარტინის „ზამთრის ქარების“ გამოსვლის თარიღი ცნობილია

169

Amazon-ის ფრანგულ ვერსიაზე გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯორჯ მარტინის წიგნი – „ზამთრის ქარები“ ციკლიდან „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ 2017 წლის 9 მარტს გამოვა. უკვე ცნობილია, რომ ის 9,94 ევრო ეღირება.

აღნიშნული წიგნი – მეექვსე რომანია მარტინის ცნობილი სერიიდან, რამაც საფუძველი დაუდო საკულტო სერიალს „სამეფო კარის თამაშები“. უკანასკნელი ნაწილი – „ცეკვა დრაკონებთან“ 2011 წელს გამოვიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები