LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადრში ვინც ჩანს, ის ათლეტური ტანისაა, ის გურამ სვანიძისგან განსხვავდება როგორც ცა და დედამიწა – დაჭრილი პატიმრის ოჯახი პენიტენციურ სამსახურს უპირისპირდება

258
პატიმარი

დაჭრილი პატიმრის გურამ სვანიძის ბიძა, ოთარ გიორგბერიძე აცხადებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში, სადაც ჩანს როგორ აცლის ესკორტის ოფიცერს პირი იარაღს ე.წ. კაბურიდან და ისვრის, სინამდვილეში ეს ადამიანი გურამ სვანიძე არ არის.

პატიმრის ბიძა აცხადებს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართ უნდობლობა არ აქვს და მსგავსი მოსაზრება მედიასთან არც დაუფიქსრებია, თუმცა ხაზს უსვამს მხოლოდ იმას, რომ პირი, ვინც უწყების მიერ გავრცელებულ კადრში ჩანს, გურამ სვანიძე არ არის.

უკნიდან მიეპარა თანამშრომელს, ამოაცალა იარაღი, გაისროლა და შემდეგ თავის არეში მიიყენა დაზიანება – სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება

„მე ვერ გეტყვით ვინ ჩანს კადრებში, ეს უწყებას ჰკითხეთ. მე გამოვთქვი ჩემი ვარაუდი და მოსაზრება, დანარჩენი კი უწყებას ჰკითხეთ. კადრში ვინც ჩანს, იმ პიროვნების აღნაგობა საერთოდ სხვა არის, ხოლო გურამ სვანიძის აღნაგობა სხვა. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ პირი, ვინც კადრში ჩანს გურამი არ არის. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, მე არ მითქვამს, რომ კოკა კაციტაძის უწყებას უნდობლობას ვუცხადებ.

მე უბრალოდ, პიროვნებაზე გავამახვილე ყურადღება. კადრში ვინც ჩანს სხვა პიროვნებაა ათლეტური ტანის, რომელიც გურამ სვანიძისგან განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა“, – განაცხადა ოთარ გიორგბერიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

მისივე განმარტებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, რაც შეეხება სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას, ამასთან დაკავშირებით ბიძა ამბობს, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

„გადაყვანა მარტივი არ არის, ტრანსპორტირება საკმაოდ რთულია და ამ მდგომარეობაში შეიძლება თუ არა გადაყვანა, ვერ გეტყვით. საუბარი იყო საზღვარგარეთიდან ექიმის ჩამოყვანაზე, მაგრამ ახლა ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა ოთარ გიორგბერიძემ.

„ტვინის დაზიანება აქვს.. გამაგებინეთ, როგორ მოხდა ჩემი შვილის ხელში იარაღი?“ – ოჯახის ინფორმაციით, პატიმარი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი, თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება

დაჭრილი პატიმრის ოჯახი აცხადებს, რომ  საქმე სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.

„ბადრაგს იარაღი ამოაცალა, ორჯერ უმისამართოდ გაისროლა, შემდეგ კი ოთახში გავიდა და თავში ისროლა“ – რას ამბობს ადვოკატი ვიდეო-ჩანაწერების ნახვის შემდეგ

„შეიძლება კადრები ამოჭრილიც იყოს. ის პიროვნება აბსოლუტურად სხვა პიროვნებაა, ვინც იარაღს აცლის.  გუშინდელი ტელევიზიაში გასული კადრები, ჩემი აზრით, არის მთლიანად დადგმული. გურამი აბსოლუტურად სხვა აღნაგობის პიროვნება არის და ის, ვინც კადრებში ჩანს ის აბსოლუტურად სხვა პიროვნებაა“. – ამბობს სვანიძის მამა.

ამასთან, გურამ სვანიძე კლინიკაში დედამ მოინახულა. მისი თქმით, დაჭრილი პატიმრის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„ვიყავი ასული და მე თვითონაც ვნახე. ნელ-ნელა ვაპარებ ჩემს თავს ამბავს, იმიტომ რომ უკვე ძალიან ცუდი მდგომარეობაა“ . – ამბობს დედა.

ოჯახი კიდევ ერთ საეჭვო გარემეობაზე საუბრობს – მათი თქმით, ოჯახს უთხრეს, რომ გურამ სვანიძე საავადმყოფოში დილის 7 საათზე გადაიყვანეს, მაშინ როდესაც მათ მიერ ნანახ კადრებში, გასროლა 9 საათსა 31 წუთზეა მომხდარი.

ოჯახი ამბობს, რომ მათივე სიტყვებით, კადრები დაჭრილი და ფალსიფიცირებულია, ასევე აცხადებენ, რომ მხოლოდ ერთი ბადრაგის დაპატიმრებით საქმის ვერ მორჩება.

დაკავებული ბადრაგის თანამშრომელი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს  28 წლის გურამ სვანიძე კლინიკაში თავის არეში მიყენებული გამჭოლი ჭრილობით მიიყვანეს, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაასაჯაროვა ინციდენტის ამსახველი კადრები, რა დროსაც პატიმარმა ესკორტის ოფიცერს ე.წ. კაბურიდან იარაღი ამოაცალა და გაისროლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g