LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლაფ შოლცი: მხარს დავუჭერთ უკრაინას ფინანსურად, გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას

78
შოლცი ფორტუნა

ეს სამიტი აჩვენებს, რომ დღეს უკრაინის პარტნიორები ისეთი ერთიანი არიან, როგორც არასდროს. მინდა გითხრათ, რომ გერმანია იდგება უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება ჩვენი მხარდაჭერა, – აღნიშნულის შესახებ, გერმანიის კანცლერმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება არასდროს მიიღებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიას.

„რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს ძლიერად დაუპირისპირდა უკრაინელი ხალხი და მსურს, მათ მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოვხატო. მათი მდგრადობა და მამაცობა აღტაცებას იწვევს მთელ მსოფლიოში. ისინი უარყოფენ მსოფლიოს, სადაც დიდ სახელმწიფოებს შეუძლიათ პატარების შთანთქმა.

ეს სამიტი აჩვენებს, რომ დღეს უკრაინის პარტნიორები ისეთი ერთიანი არიან, როგორც არასდროს. მინდა გითხრათ, რომ გერმანია იდგება უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დავიცავთ უპრეცედენტო სანქციებს, მხარს დავუჭერთ უკრაინას ფინანსურად, გავაგრძელებთ იარაღის მიწოდებას.

ვამზადებთ დახმარების ახალ პაკეტს, მათ შორის თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, სარაკეტო გამშვებებსა და ტონობით საბრძოლო მასალას და დრონების საწინააღმდეგო მოწყობილობებს“, – აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, გმობენ რუსეთის მცდელობას, ძალის გამოყენებით მოახდინოს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის ინტეგრირება.

„ჩვენი გზავნილი ნათელია: არასდროს ვაღიარებთ ყალბ რეფერენდუმს უკრაინის ტერიტორიაზე“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები