ტეილორ სვიფტი და ტომ ჰიდლსტონი ჯერ კიდევ დიდ ინტერესს იწვევენ საზოგადოებაში და ყოველ მათ გამოჩენას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება.
ამ დღეებში პაპარაცებმა წვილი სანტა-მონიკაში ერთ-ერთ რესტორანთან შენიშნეს, სადაც ისინი რომანტიული ვახშმისთვის მივიდნენ. საღამოს განმავლობაში ისინი ბევრს იცინოდნენ და ერთმანეთს შეყვარებული თვალებით უყურებდნენ.
თვითმხილველების განცხადებით, ორივე არაჩვეულებრივ ხასიათზე იყო.