LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: „ხვიჩასთან ბოდიში – არანაირად მისთვის პოლიტიკური ჩრდილის მიყენება არ მინდა.. მასზე მსოფლიო ალაპარაკდა მას მერე რაც ევროპულ გუნდში გადავიდა.. ჰოდა ევროპაში გვინდა და არა ჩანჩურა რუსეთში!“

214
BeFunky-collage

„მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, იტალიის საფეხბურთო კლუბ „ნაპოლიში“ მოთამაშე ქართველი ფეხბურთელის ბოლოდროინდელ წარმატებებს ეხმაურება და ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით მორიგ პოსტს ავრცელებს.

ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე: ღმერთო, მადლობა რომ ეს ფენომენი გვაჩუქე ქართველებს!

„ნათია ფანჯიკიძემ დაწერა და სიტყვასიტყვით გავიმეორებ: ხვიჩა კვარაცხელიაზე მსოფლიო ალაპარაკდა მას მერე რაც ევროპულ გუნდში გადავიდა.

მანამდე იმ ჯახნაბა რუსულ გუნდში თამაშობდა და არანაკლედ საოცრებებს აკეთებდა, მაგრამ ვინ ლაპარაკობდა მასზე? არავინ. იმიტომ რომ რუსეთი იყო, ჩაკეტილი ბანძი საფეხბურთო სივრცე. გადავიდა ნაპოლიში, გაიმეორა იგივე და აალაპარაკა მსოფლიო რამდენიმე მატჩის შედეგებით.

ენას იმტვრევენ კვარაცხელიას გვარზე, მაგრამ მაინც ამბობენ, უკვე შეიყვარეს საქართველო და არის მთელი ამბავი. ჰოდა ეგაა მთელი არსი – ევროპა გვინდა და ევროპაში გვინდა და არა ჩანჩურა რუსეთში!

ჰოდა, ევროპა თუ გვინდა 12 პუნქტზე უნდა ვიმუშაოთ და ეგაა ჩვენი ბილეთი ცივილიზებულ სამყაროში. ასე რომ წაუთაქეთ იმ პოლიტიკოსებს ღობე ყორეს რომ ედებიან და პარლამენტში 12 პუნქტზე მუშაობა რომ ეზარებათ. სინამდვილეში ისინი საქართველოს ევროპაში შესასვლელ საშვს აკარგვინებენ. ჩემზე და ჩვენ პარტიაზე განა რამეს ვამბობ – ჩვენ საერთო მომავალზე ვამბობ.

ხვიჩასთან ბოდიში – არანაირად მისთვის პოლიტიკური ჩრდილის მიყენება არ მინდა, ძალიან მკაფიო მაგალითად მოვიყვანე როგორ შეგვიძლია ევროპაში გავიბრწყინოთ ზოგადად და თან სხვას დავესესხე!“, -წერს ალეკო ელისაშვილი.

“ვი­ღაც არაფ­რის­მაქ­ნი­სე­ბი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ლან­ძღა­ვენ, რუსეთს რა­ტომ არ აგი­ნაო.. მიდი ხვიჩა, მაგ ტუტუცებს არ უგდო ყური!” – ალეკო ელისაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g