YouTube-ზე „დისნეის“ მორიგი ანიმაციური მულტფილმის, „მოანას“ ტრეილერის პრემიერა შედგა. მთავარ პერსონაჟებს მასში აული კრავალიო და დუეინ ჯონსონი ახმოვანებენ.
ცნობილია, რომ მოანა დისნეის პირველი პრინცესაა წყნარი ოკეანის რეგიონიდან. სიუჟეტის მიხედვით, ის ტოვებს საკუთარ სოფელს და ეპიკურ საზღვაო მოგზაურობას იწყებს თავის გოჭთან და მეგობარ მაუისთან ერთად.
მულტფილმის რეჟისორები იქნებიან რონ კლემენტსი და ჯონ მასკერი. რაც შეეხება მუსიკის ავტორს, ის მუზიკლ „ჰამილტონის“ ვარსკვლავი ლინ-მანუელ მირანდა იქნება.