LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯიჯი ლეოს ყველა ყოფილთან მეგობრობს – ახალი დეტალები და ვარსკვლავების პირველი გამოჩენა საბედისწერო ჟღურტულის შემდეგ

629
page

მიმდინარე თვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სიახლე ლეონარდო დიკაპრიოსა და ჯიჯი ჰადიდის შესაძლოა რომანია. 47 წლის ლეო და 27 წლის ჯიჯი პაპარაცებმა ერთად გადაიღეს, ისინი ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გამოჩნდნენ, ვარსკვლავები ხელჩაკიდებულები ისხდნენ და საუბრობდნენ.

ტაბლოიდების გარეკანი აჭრელებულია სათაურებით: „ლეოს ასაკობრივი სეგმენტი დარღვეულია“, „ლეოს ახალი ჯულიეტა ჰყავს“ „ახალგაზრდა მოდელების ფეტიში გრძელდება“, „ საუკეთესო წყვილია“.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 27 წლის ჯიჯი ოსკაროსანი ლეოს ყველა ყოფილ გოგოსთან მეგობრობს. ლეოსა და ჯიჯის რომანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ვარსკვლავები პირველად გამოჩნდნენ. წონაში საგრძნობლად დაკლებული დიკაპრიო ნიუ-იორკის ქუჩებში ველოსიპედით სეირნობდა. უმშვენიერესი ჯიჯიც ნიუ-იორკში გადაიღეს, ის პაპარაცებს ღიმილით შეხვდა.

ტაბლოიდების ცნობით, დიკაპრიო ჰადიდიზე უკვე დიდი ხანია შეყვარებულია და სწორედ ეს გახდა კამილა მორონესთან დაშორების მიზეზიც.

ლეონარდო დიკაპრიო და ჯიჯი ჰადიდი ერთად პირველად გამოჩნდნენ – 47 წლის ლეო 27 ლის ჯიჯიზეა შეყვარებული

ლეონარდო დიკაპრიო ჯიჯი ჰადიდზეა შეყვარებული, რომელმაც მსახიობს უარით უპასუხა

მისტიკური სტატისტიკა – ლეოს „კლუბი 25“ – ლეონარდო დიკაპრიო 25 წელს გადაცილებულ ქალებს არ ხვდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები