დასავლური ტაბლოიდების ცნობით, დევიდ ბექჰემი ცდილობს, 42 წლის მეუღლე მე-5 შვილის გაჩენაზე დაითანხმოს. ეს უკანასკნელი კი საკუთარი ბრენდის პოპულარიზაციით არის დაკავებული და ცნობილია, რომ ორსულობისთვის ამ ეტაპზე არ სცალია.
შეგახსენებთ, რომ რიგით მეოთხე ბავშვის, ჰარპერის დაბადების შემდეგ ვიქტორიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მეტი შვილის გაჩენას აღარ გეგმავს, რადგან მან თავისი მისია შეასრულა.