დადის ხმები, რომ წელს, ქალის თეთრეულის მწარმოებელი ბრენდი Victoria’s Secret საცურაო კოსტიუმების გამოშვებას შეწყვეტს. ექსპერტების ვარაუდით კი, ამ გზით მარკა უბრალოდ ყურადღებას იქცევს, რათა მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდოს.
ფოტოსესია, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, საცურაო კოსტიუმების უკანასკნელ კოლექციას წარმოადგენს. გადაღების ადგილად კუნძული ბორა-ბორა შეირჩა.