LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Billboard-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი გამოავლინა

37

ჟურნალმა Billboard 2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მუსიკოსები გამოავლინა. სულ რეიტინგში 40 შემსრულებელი მოხვდა, მის სათავეში კი ტეილორ სვიფტი განთავსდა. გამოცემის თანახმად, მომღერალმა 2015 წლის განმავლობაში 73,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

სვიფტს კენი ჩესმი მოჰყვა 39,8 მილიონით, მესამე ადგილი კი The Rolling Stones-მა დაიკავა 39,6 მილიონი დოლარით. რეიტინგში ასევე მოხვდნენ ბილი ჯოელი (31,7 მლნ.), One Direction (24,2 მლნ.), U2 (21,8 მლნ.), ადელი (20,5 მლნ.).

Billboard-ის თანახმად, მომღერლების შემოსავლების დიდი ნაწილი მათი გასტროლებისა და საკონცერტო გამოსვლებიდან მოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები