LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ, ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას მხარეს

57
კახა კალაძე5345435345

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვერ გაურკვევიათ ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას {მიხეილ სააკაშვილის} მხარეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას უკავშირდება გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა.

მუმლაძე სხვებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა, სცადა პროვოკაციის მოწყობა: ენმ-ს განცხადება პარტიის ოფისში მომხდარ დაპირისპირებაზე

როგორც კახა კალაძე განმარტავს, სააშკარაოზე გამოაქვთ, რომ გუნდში დაპირისპირებაა.

„მე გამიჭირდება მათ შიდა დაპირისპირებაზე საუბარი. ცხადია, რომ სააშკარაოზე გამოაქვთ ერთმანეთთან დაპირისპირება. იქ ნიკა მელიას უპირისპირდებიან, იქ ვიღაც კეზერაშვილს უპირისპირდება. ეს ცხადია, ჩანს, მათი პარტიული საქმეებია და ალბათ, გაარკვევენ ურთიერთობებს. პარტიაში ვერ გაურკვევიათ ვინ ვისკენ არის, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარის მხარეს, ვინ მიშას {მიხეილ სააკაშვილის} მხარეს. ალბათ, თავად დალაგდებიან “, – აღნიშნავს კალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g