სანამ კეტი პერი თავის ბოიფრენდთან, ორლანდო ბლუმთან ერთად მუსიკალურ ფესტივალ Coachella-ზე ერთობა, მისმა ბრენდმა Katy Kat Collection გაყიდვაში ახალი ტუჩსაცხი გამოუშვა. სულ კოლექცია 13 სახეობის საცხს შეიცავს. ცნობილია, რომ პერი არამარტო მონაწილეობდა კოსმეტიკის შექმნის პროცესში, არამედ მის შეფუთვაზეც იზრუნა.
ამ ეტაპზე სიახლე ხელმისაწვდომი საიტზე katykatcovergirl.com ონლაინ-შეკვეთებისთვის და სუპერმარკეტების ქსელ Walmart-შია, ივლისიდან კი ის ხელმისაწვდომი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იქნება. ტუჩსაცხი 7-10 დოლარი იქნება.