LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

32
Capture

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბერლინში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანიაში მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ იქნა რეზოლუცია, სადაც ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას და პირდაპირი მოწოდებაა ევროპული სტრუქტურების მიმართ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამ მხრივ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროპული პოლიტიკური ოჯახის მხარდაჭერა“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობს.

კობახიძე: ვესწრებით ევროპის სოციალისტური პარტიის ყრილობას, სადაც ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი აირჩევა და სხვადასხვა თემაზე დისკუსიები გაიმართება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g