„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესში მონაწილეობს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყრილობაზე ევროპის სოციალისტური პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ, ასევე გაიმართება დისკუსიები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით:
„ვესწრებით ევროპის სოციალისტური პარტიის ყრილობას, სადაც აირჩევა ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი და ასევე, გაიმართება დისკუსიები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით.
არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც, ბუნებრივია, მომავალი წლების განმავლობაში, ევროპის მასშტაბით ამ ორგანიზაციის განვითარებას განსაზღვრავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.