LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

102
BeFunky-collage (3)

პარლამენტის პლენარული სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო.

დეპუტატებმა პატივი მიაგეს ვაკის პარკში, ტრაგიკულად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ ყველა შეძრა.

„ასეთ დროს, თანაგრძნობის ყველა სიტყვა ფერმკრთალდება, მინდა, რომ თქვენი და ჩემი სახელით გამოვხატო იმ მწუხარების თანაზიარება, რომელსაც განიცდიან მარიტა მეფარიშვილის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები.

დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს, თუმცა ამ ტრაგედიას სამწუხაროდ აღარაფერი ეშველება, გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g