LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რადგან უამრავს სურს გაიგოს სუპერ დედიკოს ვინაობა, გეტყვით რომ.. ბევრი რამ გამოიარეს, ძალიან ცდილობს მის შვილებს სტაბილური შემოსავალი ჰქონდეთ“ – ვინ არის გოგო, რომლის ფოტომ სოციალური ქსელი დაიპყრო

6857
BeFunky-collage (4)

ორგანიზაცია “ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი”-ს პრეზიდენტი ანა გვაზავა მოქალაქეებს უზიარებს ინფორმაციას იმ გოგოს შესახებ, რომლის ფოტომ სოციალური ქსელი დაიპყრო.

 

“დაუჯერებელი სცენა იყო. შუქნიშანთან დავეწიე და ვკითხე, ასე ბავშვთან ერთად მუშაობ მეთქი… კიო, მორიდებით დამიდასტურა….

Posted by Nestan Ananidze on ორშაბათი, 31 ოქტომბერი, 2022

 

როგორც ანა გვაზავამ „ფორტუნასთან“ აღნიშნა, უკვე 13 წელია, რაც აქვს საქველმოქმედო ორგანიზაცია „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი“ და ხოლო დარიასთან ბოლო 9 წლის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გააჩნია.

საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, ანა გვაზავა დარიას შესახებ წერს და მსურველებს მისი დახმარებისკენ მოუწოდებს.

„გამარჯობა, რადგან უამრავი ჩემი მეგობარი აზიარებს ფოტოს და სურს გაიგოს სუპერ დედიკოს ვინაობა, ვინც ასე ძალიან ცდილობს მის შვილებზე ზრუნვას , გეტყვით რომ ეს გოგონა დარიაა 26 წლის , ძალიან ყოჩაღი და მაგარი დედა.  ჩემი მრავალჯერ ხსენებული და შექებული.

ორი შვილი ჰყავს ბიჭი 1 წლის და 4 თვის, რომელიც ფოტოზე ნახეთ და გოგონა 8 წლის.

ბევრი რამ გამოიარეს, ცდილობს ძალიან რომ მის შვილებს სტაბილური შემოსავალი ჰქონდეთ.

ჩემს მეგობრებს ყველას გემახსოვრებათ მისი ისტორია… ზედმეტად რომ არაფერი დავამძიმო ავრორას, დარიას შვილის დაბადების დღე მოდის. ყოველ წელს ვცდილობთ მის გახარებას.

თუ სურვილი გაგიჩნდებათ ვუთითებ მის ანგარიშის ნომერს

საქართველოს ბანკი

GE43BG0000000525927634

 

გამარჯობა , რადგან უამრავი ჩემი მეგობარი აზიარებს ფოტოს და სურს გაიგოს სუპერ დედიკოს ვინაობა ვინც ასე ძალიან ცდილობს მის…

Posted by Ana Gvazava on ორშაბათი, 31 ოქტომბერი, 2022

 

ძალიან მიხარია რომ უამრავი ადამიანი დაინტერესდა მათი ისტორიით . დამატებით ინფორმაციას ალბათ დარია თავად გაგიზიარებთ , როცა ამას შეძლებს და სურვილი ექნება. ახლა მათთვის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია.

და ხომ მართლა , ბევრმა აღნიშნა კომენტარებში რომ ძლიერია , რომ ამაყად დადის , რომ დახმარებას არ ითხოვს . მათ ყველაზე მაგარი რამ აქვთ, ერთმანეთი ჰყავთ და რწმენა აქვთ რომ აუცილებლად ყველაფერი გამოუვათ . ?❤️

მადლობა ყველას ვინც გარშემომყოფებზე ზრუნავს, ხედავს და ცდილობს დაეხმაროს

აბა ჩვენ ვიცით ✊ იმედია ბევრი გაიცნობთ და თავადაც შეაგულიანებთ რომ უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ“,- წერს ანა გვაზავა.

 

 

მთავარ ფოტოზე ხელმარჯვნივ – ორგანიზაცია “ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი”-ს პრეზიდენტი, ანა გვაზავა
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g