მსახიობი გივი სიხარულიძე სტუმრობდა გადაცემას “სიკეთე მარტივია”, სადაც თქვა, რომ ადამიანს ავი სულებისგან შველის და მასთან დაინტერესებული პირები, როგორც მკურნალთან, ისე მიდიან.
მეტიც, როგორც გივი სიხარულიძე ამბობს, შეუძლია ადამიანს მომავალიც უწინასწარმეტყველოს.
ამავე გადაცემაში, გივი სიხარულიძემ დასძინა, რომ ამ ყველაფრისთვის ყვავილი, თაფლი, ღვინო, მარილი და სანთელი სჭირდება.
„დამეწყო ასეთი რამ – რაღაც ძალა მელაპარაკება, მეუბნება, რომ შენ შეგიძლია მოარჩინო ადამიანი, დაინახო ავი სული და გამოიყვანო ადამიანის ორგანიზმიდან.. შეგიძლია ადამიანის გარდაცვალება წინასწარ იგრძნო, მაგრამ მითხრა, რომ შენ ეს არასოდეს უნდა უთხრა მას.
არაფერს ვხედავ, ძალა მელაპარაკება.. პირდაპირ დავინახე, ადამიანს სიკვდილი როგორ დასტრიალებს თავს.
შემიძლია ადამიანისგან ბოროტი სული გამოვიყვანო.
ერთი ქალი მოვიდა ჩემთან ამ თემაზე და სატანამ დამიწყო ლაპარაკი, არ შემოხვიდე ჩვენთანო, თორემ დაგანგრევო. ეს ხმა მესმოდა და ცუდად გავხდი. ქალბატონს ვუთხარი, რომ ვერ შემოვდივარ-თქო თქვენთან კონტაქტში..
ბევრ რამეს ვხედავ, რა ელის [ადამიანს] ცხოვრებაში, როგორი გზა გაიაროს.. ელის თუ არა უბედურება და ნაწილობრივ, შემიძლია ვუთხრა, როგორ აირიდოს ეს ყველაფერი“, – თქვა გივი სიხარულიძემ.