ლოს-ანჯელესში, LACMA Art + Film-ის ყოველწლიური გალა-კონცერტი გაიმართა, ვარსკვლავებს შორის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ელიოტ პეიჯი, რომელიც საღამოზე მეგობართან, მსახიობთან, მეი მარტინთან ერთად გამოჩნდა. ფოტოობიექტივის წინაშე ისინი ერთად პოზირებდნენ. მოგვიანებით მეიმ სააბაზანო ოთახში გადაღებული ფოტოც გაავრცელა.
რაც შეეხება მათ ჩაცმულობას. ელიოტი შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი და ბაფთა ეკეთა, მეიმ კი არჩევანი ნაცრისფერ ორეულზე შეაჩერა.
„მიმიკებიც კი მამაკაცური აქვს“, „ნამდვილი მამაკაცია“, – წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, „ჯუნოს“ ვარსკვლავმა გასულ წელს, სქესი შეიცვალა, რამდენიმე თვის წინ კი რთული ოპერაცია გაიკეთა, მან მკერდი მოიკვეთა.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ პასპორტის ფოტო მომეწონებოდა“ – ელიოტ პეიჯი ფოტოს ავრცელებს
„გოგო არასდროს ვყოფილვარ და ქალი არასდროს ვიქნები“ – ელიოტ პეიჯი Esquire-ის გარეკანზე
ფოტო: ელენ-ელიოტ პეიჯმა სახეზე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა – მისი ცნობა შეუძლებელია