35 წლის ამერიკელი მსახიობი, ელიოტ პეიჯი გამოცემა Esquire-ის ივნისის ნომრის გარეკანზე მოხვდა. ფოტოობიექტივში მან „ივ სენ ლორანის“, „რალფ ლაურენისა“ და „გუჩის“ ტანისამოსით იპოზიორა და ნაოპერაციევი მკერდიც გამოაჩინა. მან გამოცემას ვრცელი ინტერვიუც მისცა, სადაც ტრანსგენდერობასა და მამაკაცად გარდაქმნის ეტაპებზე ისაუბრა.
ფოტო: ელენ-ელიოტ პეიჯმა სახეზე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა – მისი ცნობა შეუძლებელია
ელენ/ელიოტ პეიჯი მამაკაცს სულ უფრო და უფრო ემსგავსება – მსახიობი ახალ ფოტოებს ავრცელებს
„მე არ მეგონა, რომ ეს ყველაფერი ასეთი რთული იქნებოდა, თუმცა საზოგადოების მხარდაჭერა, მეგობრების თანადგომა დამეხმარა, გადამელახა რთული პერიოდი, რა თქმა უნდა, იყო სიძულვილიც ბევრის მხრიდან. ბავშვობას რომ ვიხსენებ, სულ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი, ვერ წარმომედგინა თავი მოხუცებულ ასაკში ქალად, მე გოგო არასდროს ვყოფილვარ, მე ქალი არასდროს ვიქნები! წითელ ხალიჩაზე კაბების ჩაცმას მაიძულებდნენ, ეს საშინელება იყო“, – აცხადებს „ჯუნოს“ ვარსკვლავი.