ნინო სურგულაძემ ნანუკა ჟორჟოლიანის კითხვებს უპასუხა და თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენა:
„ამ ქვეყანაზე არაფერია ადვილი და მარტივი. როცა გადაწყვეტილებას ვიღებ, აუცილებლად ბოლომდე მივდივარ. დიდ თამაშს თუ არ ვთამაშობთ ჩვენს საკუთარ თავთან და სამყაროსთან, დიდი რაღაცები სხვანაირად არ გამოდის…
გიორგი წარმოუდგენელი მამაა. პირველი წელი ორივე თანაბრად ვინაწილებდით პასუხისმგებლობას შვილებზე. მერე მე მომიწია საქმიდან და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, მიწევდა წასვლა. პირველი გამგზავრება ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მამშვიდებდა, რომ გიორგი იყო დედაც და მამაც. ესეც ჯილდოა, რომ ასეთი ადამიანი გყავს გვერდზე. ძალიან დამეხმარა. სხვა ტიპის მამაკაცი რომ ყოფილიყო, შეიძლება, ეს ყველაფერი ასე არ წასულიყო…“