ტეილორ სვიფტი ხშირად უწყობს სიურპრიზებს თავის თაყვანისმცემლებს. როგორც ჩანს, 25 წლის მომღერალს ძალიან აწუხებს მოზარდების განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ნიუ-იორკის რამდენიმე სკოლას სახელმძღვანელოები არ ჰყოფნიდა, მომღერალმა სიხარულით გადაწყვიტა მათ დახმარებოდა.
ტეილორმა ქალაქის სკოლებისთვის 25 000 წიგნი შეიძინა. ამიერიდან, სკოლებს სრულფასოვანი ბიბლიოთეკები ექნება.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სკოლები აშშ-ში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ფინანსდება, რის გამოც ხშირად არ არის საკმარისი ბიბლიოთეკების უზრუნველსაყოფად.