ჟურნალმა Out თავის მკითხველში გამოკითხვა ჩაატარა და წლის ნიუსმეიკერი გამოავლინა. არავისთვის გასაკვირი არ ყოფილა, როდესაც პირველი ადგილი კეიტლინ ჯენერმა დაიკავა – 2015 წელი მისთვის ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა. ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ბრიუსმა სქესი შეიცვალა და კეიტლინი გახდა. მას შემდეგ მან არაერთხელ მოყვა, რომ მთელი ცხოვრება „სხვის ტყავში“ ცხოვრობდა და რომ მხოლოდ სქესის შეცვლის დროს მოიპოვა მან ნამდვილი ბედნიერება.
ამ დღეებში კეიტლინი უცნობ მამაკაცთან ერთად შეამჩნიეს. ეს იყო პირველი პაემანი 65 წლის ჯენერისთვის მას შემდეგ, რაც სქესი შეიცვალა. კეიტლინი და მისი მეგობარი The Half King bar-ს ესტუმრნენ. ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.