LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 საუკეთესო ფილმი სიყვარულზე

3856

სიყვარულზე ბევრი ფილმი შექმნილა – თუმცა, მიუხედავად ამისა, რეჟისორები კვლავაც ტრიალებენ ამ თემის გარშემო. ეს კი იმიტომ, რომ მათ ყოველთვის ექნებათ გამოხმაურება მაყურებლისგან, რადგან ეს გრძნობა ყველასთვის ნაცნობია.

 

 

 

 

 

პირველი 50 კოცნა

15403660-R3L8T8D-650-C6DE5643-07C8-CD3E-74E98006EE0F1BDD

ჰენრი როტს არაჩვეულებრივი ლუსი შეუყვარდება. მან თითქმის მიაღწია დასახულ მიზანს, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევა ყველაფერს ცვლის, რადგან დილით გოგონას აღარაფერი ახსოვს. ჰენრი არ ნებდება და მზად არის ლუსის თავი ყოველდღე თავიდან შეაყვაროს.

ლამაზმანი

15388310-R3L8T8D-650-25-interesnyh-lyubovnyh-istorij-v-kinematografe_e248313433c19ab90d42410873250bf0

განქორწინებული 40 წლის მილიონერი ედვარდ ლუისი შემთხვევით გაიცნობს ვივიენს, რომელსაც მასთან გატარებული რამდენიმე ღამის სანაცვლოდ საკამაოდ დიდ თანხას სთავაზობს. ეს შეხვედრა ორივეს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის.

უბის წიგნაკი

15385110-R3L8T8D-650-6137660-R3L8T8D-650-oBQT54smCVf

სიყვარულის ემოციური ისტორია, რომელსაც ასაკოვანი მამაკაცი მოხუცებულთა სახლში მყოფი ქალის დღიურში კითხულობს, გულგრილს არავის ტოვებს.

ტიტანიკი

titanic-concurso

ფილმი არ არის მხოლოდ გემის ჩაძირვის ტრაგიკული ისტორია, ეს არის ამბავი პირველ სიყვარულზე, რომელიც საშინელი კატასტროფის ფონზე ვითარდება.

ჭირვეულის მორჯულება

15388210-R3L8T8D-650-10051310-R3L8T8D-650-1

ყველა დროის საუკეთესო რომანტიული კომედია, სადაც ორნელა მუტის პერსონაჟი ადრიანო ჩელენტანოს გმირის „დამონებას“ ცდილობს. ფრაზები ფილმიდან, რომელსაც ჩელენტანოს პერსონაჟი ამბობს, ციტატებად არის გამოსული.

მოჩვენება

15385860-R3L8T8D-650-11954960-R3L8T8D-650-291797

ფილმში სიკვდილი და სიცოცხლე იმდენად ახლოს არის ერთმანეთთან, რომ ამას ვერავინ წარმოიდგენდა. მიზეზი – სიყვარულია. მოლისა და სემის გრძნობები იმდენად გულწრფელია, რომ მაყურებელი მას საკუთარის მსგავსად განიცდის.

ქარწაღებულნი

15386460-R3L8T8D-650-11985410-R3L8T8D-650-11257910-R3L8T8D-650-18

არსებობს კარგი ფილმები, მაგრამ არსებობს შედევრებიც, სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიას განეკუთვნება „ქარწაღებულნი“. ისტორია ძლიერ ქალზე, რომლის დაბრკოლებების გადალახვაც ბევრ მამაკაცსაც გაუჭირდებოდა.

იჩქარე შეიყვარო

15393160-R3L8T8D-650-14536760-R3L8T8D-650-efipgergye_507db76fddf2b32416002403

ფილმს ვერ უწოდებ შედევრს, თუმცა მასში შესაძლებელია შემდეგი გზავნილის დანახვა: სიყვარულს საოცრებების კეთება შეუძლია და მასში ნებისმიერი ზღაპრის განხორციელება არის შესაძლებელი.

ბინძური ცეკვები

15389260-R3L8T8D-650-7902960-R3L8T8D-650-Dirty-Dancing-dirty-dancing-16474057-1200-817

რომანტიული ისტორია სიყვარულზე, ცეკვებეზე, მეგობრობასა და ისევ… სიყვარულზე. ფილმი იმდენად ჩაგითრევთ, რომ ყველა გოგონას, მისი ყურების შემდეგ მოუნდება, რომ ცეკვავდეს და უყვარდეს.

დიდებული გეტსბი

15393060-R3L8T8D-650-12053210-R3L8T8D-650-The-Great-Gatsby-

20-იანი წლების ნიუ-იორკის მკვეთრი ფერები, გრანდიზოული საღამოები, ხმაურიანი წვეულებები და ყველაფერი ის, რაც გულს აგიჩქარებთ. მიზეზები, რომლებსაც საყვარელი ქალის ნახვისთვის მამაკაცი იგონებს და სიყვარულის ტრაგიკული დასასრული, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ.

რეალური სიყვარული

15395810-R3L8T8D-650-11980210-R3L8T8D-650-12

„სიყვარული ჩვენს გარშემო. ის რეალურია ყველგან“ – ასეთი სიტყვებით იწყება ფილმი და გგონია, რომ მისი ნახვა დაუსრულებლად შეგიძლია. მწერალი, მოსამსახურე, დაბერებული როკ-ვარსკვლავი, პრემიერ-მინისტრი, ქვრივი, პორნო-მსახიობები – ფილმის ყველა გმირი რაღაც განსაკუთრებულის მოწმეები გახდნენ. კინო-ოცნება, რომელიც ყოველთვის კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

P.S. მე შენ მიყვარხარ

15400660-R3L8T8D-650-11975360-R3L8T8D-650-6140260-R3L8T8D-650-trim

ეს არის კეთილი ფილმი სიყვარულზე, რომლის თემებიც ბევრ ცხოვრებისეულ პრობლემაზე დაგაფიქრებთ, მათი აღქმა კი მხოლოდ გულით არის შესაძლებელი. ფილმი გიჩვენებთ იმას თუ როგორი უხეში შეიძლება იყოს დღევანდელი დღე, რომელიც გუშინ სრულიად დადებითი გეჩვენებოდათ.

გაიცანით ჯო ბლექი

15402760-R3L8T8D-650-13000010-R3L8T8D-650-6e46ed539753db3996bf8c9565303d51

ენტონი ჰოპკინსი და ბრედ პიტი – ეს ორი მსახიობი უკვე ამბობს თავის სათქმელს. თუმცა არსებობს მასში კიდევ უფრო მეტი – სამყარო, რომელშიც ერთმანეთს სიკეთე და ბოროტება, მადლიერება და უმადურობა, შიში და სიმამაცე, სიყვარული და სიკვდილი ხვდებიან…

ნოთინგ ჰილი

15403760-R3L8T8D-650-222

ფილმის ისტორია, ფაქტობრივად, ლონდონის ერთ რაიონში, ნოთინგ-ჰილში მიმდინარეობს, სადაც ცნობილი მსახიობი (ჯულია რობერტსი) ჩადის და სადაც წიგნის პატარა მაღაზიაში ჰიუ გრანტის პერსონაჟი მუშაობს. ისინი შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს და მათი ცხოვრება თავდაყირა სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დადგება.

აბგელოზების ქალაქი

15402110-R3L8T8D-650-14539510-R3L8T8D-650-2026870VwhFldAt9VSesTlQO1wAKSzAvqPs01Lbqbf5kCRIWjxM1xxB7m5A6C93P67YzOOjlZaKygcQDjJaG9r5Npl0GQ

ფილმის მთავარ გმირს არ სჯერა ანგელოზების არსებობის, სანამ ერთ-ერთ მათგანს პირადად არ შეხვდა. ეს არის ზღაპარი იმის შესახებ, რომ ადამიანის ცხოვრება მშვენიერია და არსებობს რაღაც, რის გამოც არსებობა ღირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები