LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში უხუცესი კატა თითქმის 27 წლისაა – გინესის რეკორდების წიგნი

74
flossie-looking-out-and-sleeping_tcm25-726888

27-ე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე, ბრიტანელი კატა მსოფლიოში უხუცესად აღიარეს. გინესის რეკორდების წიგნმა ფისო სახელად ფლოსი ცოცხალ კატებს შორის ყველაზე ხანდაზმულად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზეა გავრცელებული.

ფლოსის ასაკი 26 წელი და 347 დღეა, რაც ადამიანის 120 წელს უდრის. ცხოველი 1995 წლის დეკემბერში ერთ-ერთი საავადმყოფოს ეზოში იპოვეს. 10 წლის შემდეგ ფლოსის პირველი პატრონი გარდაიცვალა და ის მისმა დამ წაიყვანა თავისთან. ახალ სახლში კატამ კიდევ 14 წელი იცხოვრა და მეორე პატრონის სიკვდილსაც მოესწრო. ამის შემდეგ ცხოველი პირველი მფლობელის შვილმა წაიყვანა.

2022 წლის აგვისტოში მამაკაცი მიხვდა, რომ ფლოსის მოვლა აღარ შეეძლო, რადგან ცხოველი დაყრუვდა და დაბრმავდა. კატა ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ფისოს ასაკი ძალიან გაუკვირდათ და სასწრაფოდ გინესის რეკორდების წიგნს დაუკავშირდნენ.

შედეგად კატა თავის სახეობაში ყველაზე უხუცესად აღიარეს. მოგვიანებით ფლოსი თავშესაფრის მოხალისემ სახლში წაიყვანა და ცხოველს ახალ გარემოსთან ადაპტაცია საერთოდ არ გასჭირვებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები