LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროს თანამშრომლებს, ისევე როგორც სხვა საჯარო უწყებებში დასაქმებულ ადამიანებს, ხელფასი 2023 წლიდან მოემატებათ – კალაძე

109
თბილისის მეტრო

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მეტროს თანამშრომლებს, ისევე როგორც სხვა საჯარო უწყებებში დასაქმებულ ადამიანებს, ხელფასი 2023 წლიდან მოემატებათ.

მერმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც პროფესიული კავშირის „ერთობა 2013“-ის მოთხოვნას ეხებოდა. ისინი თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულებისთვის ხელფასის 20%-ით ზრდას ითხოვენ. მიზეზად კი გაზრდილ ინფლაციას ასახელებენ.

“ხელფასის ზრდა მომავალ წელს მოხდება და ის ყველა თანამშრომელს შეეხება. ამ საკითხზე ქვეყნის პრემიერმა ბევრჯერ ისაუბრა. იცით, რომ ყოველ წელს იგეგმება სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებისთვის ხელფასის 10%-ით ზრდა. ეს, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსაც ეხებათ. შესაბამისად, მომავალ წელს ხელფასი გაეზრდებათ”, – აცხადებს კალაძე.