LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დააწიოკეს ყველა ახლობელი ვისაც რაიმე სამსახური ჰქონდა…მეუღლე არსად მიიღეს, ქალიშვილი ასევე ვეტო დადებულია, ბექა უკვე ორჯერ იყო დაპატიმრებული – ამას ნიშნავს საქართველოში ოპოზიციონერობა: შალვა ნათელაშვილი

190
შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერის ზურა ჯაფარიძის მეუღლე ნატა ქორიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც გუშინ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს.

რა განცხადებას აკეთებს საგარეო სამინისტრო ზურაბ ჯაფარიძის მეუღლის გათავისუფლებაზე

ნათელაშვილის თქმით, „უკვე 22 წელია, რაც მისი საქმიანობის გამო ნათესავების გენოციდი მიმდინარეობს“. როგორც შალვა ნათელაშვილი წერს, დასაქმებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ მისი ოჯახის წევრებსაც.

მისი განმარტებით, „მას ნიშნავს საქართველოში ოპოზიციონერობა“.

„ჩემი ცოლი არ არის პირველი, მანამდე ჩემი ძმა გამოუშვეს – მოტივი არის ცალსახად პოლიტიკური“: ჯაფარიძე მეუღლის საგარეო უწყებიდან გაშვებაზე

„ახლაა ატეხილი ამბავი ერთ-ერთი ოპოზიციონერის მეუღლესთან დაკავშირებით, რომელიც ქმრის პოზიციების მიუხედავად დღემდე ხელმძღვანელ თანამდებობაზე იმყოფებოდა უპრობლემოდ. აბა მე რა უნდა ვთქვა, 22 წელი გადის რაც ეს ნათესავების გენოციდი ჩემს თავს უწყვეტად ხდება, მაგრამ ხმა არავის ამოუღია თითქოს მე ჯანდაბას და ყველა ჩემი ახლობელი გვემისთვის იყოს დაბადებული.

ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დააწიოკეს ყველა ახლობელი ვისაც რაიმე სამსახურე ჰქონდა ან გადაიბირეს ან გაათავისუფლეს. ახლა ოჯახზე მეუღლე არსად არ მიიღეს დღემდე, ქალიშვილი მიუხედავად მართლაც უდიდესი ნიჭისა ასევე ვეტო დადებულია ამ წუთამდე და სადაც შეავსო განაცხადი ყველგან უარი მიიღო აღარაფერს ვამბობ ბექაზე. რომელიც უკვე ორჯერ იყო დაპატიმრებული.

ჩემი ახლახან გარდაცვლილი და ადეიშვილმა სამსახურიდან გამოუშვა ხოლო ივანიშვილმა იმ ბინიდან გამოასახლა სადაც ამ გველგესლა ქოცების ოფისია დღეს. ამას ნიშნავს საქართველოში ოპოზიციონერობა და ვინც ამის შემდეგ იტყვის, რომ ოპოზიციონერობა ჩემთვის პირადად თურმე სასიამოვნო და მით უფრო კეთილდღეობის საშოვნელი ადგილია მათ დედიკოებს მოვიკითავ დიდი პატივისცემით იმ ქვეყანასა და ასევე ამ ქვეყანაში“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

 

ახლაა ატეხილი ამბავი ერთ–ერთი ოპოზიციონერის მეუღლესთან დაკავშირებით,რომელიც ქმრის პოზიციების მიუხედავად დღემდე…

Posted by Shalva Natelashvili on პარასკევი, 02 დეკემბერი, 2022

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g