LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვობაში გატაცებული ქალი ოჯახს 43 წლის შემდეგ დაუბრუნდა

122
346563456

ამერიკელი ქალი დედას და დას 43 წლიანი განშორების შემდეგ შეხვდა. სარა როზენბლატის ისტორია People-მა გაავრცელა.

სარა ჩილეში დაიბადა, თუმცა მალევე მოიტაცეს და აშშ-ში გააშვილეს. ქალმა ყოველთვის იცოდა, რომ ჩილეში ნათესავები ჰყავდა, თუმცა ბოლო წამამდე დარწმუნებული იყო, რომ ნებაყოფლობით გააშვილეს. მიუხედავად ამისა, მას ყოველთვის სურდა ბიოლოგიური ოჯახის პოვნა.

2022 წელს მას გამოუგზავნეს სტატია, სადაც ჩილეში გატაცებული ჩვილების შესახებ იყო მოთხრობილი. სარამაც იეჭვა, რომ შესაძლოა თავადაც მათ სიაში ყოფილიყო. ქალმა ნათესავების ძებნა აქტიურად დაიწყო და ცოტა ხანში დედა და და აღმოაჩინა. როზენბლატი დას პირველად მაისში შეხვდა. „ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ და გავიფიქრეთ: „ეს ნამდვილად ჩემი დაა!“.

მოგვიანებით ქალმა დედაც ნახა და ნათესაობა გარდა ვიზუალური მსგავსებისა დნმ ტესტებითაც დაამტკიცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები