LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ სასამართლო “ქართული ოცნების” დავალებით ირიბად გვეტყვის, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა ბრუნდება, შესაძლებელია საპროტესტო აქციები დაიწყოს” – მირდატ ქამადაძე

143
bba079d1af315dba19a04726e9d8f2b4

“სასამართლო პროცესის გადადებამ გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა საზოგადოების ნაწილში”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მირდატ ქამადაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე პროცესი 14 დეკემბრისთვის გადაიდო

როგორც მან აღნიშნა, სასამართლო მოტივირებული უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი შემჭიდროებულ ვადებში განხორციელდეს.

“საკითხი ეხება ადამიანის სიცოცხლეს. მისი მდგომარეობა, როგორც ექიმები აფასებენ, ძალიან მძიმეა. ასეთი ვითარებაში სასამართლო მოტივირებული უნდა იყოს, რომ საკითხი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში დადგინდეს.

არც ისე შორია 14 დეკემბერი და ველოდებით სასამართლო პროცესს. მთავარია, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას ვიღებთ. თუ არ გაგვყავს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ ქვეყანაში ირიბად სიკვდილით დასჯას აბრუნებს.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო “ქართული ოცნების” დავალებით ირიბად გვეტყვის, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა ბრუნდება, შესაძლებელია საპროტესტო აქციები დაიწყოს”, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

მესამე პრეზიდენტი დაკავებიდან დღემდე – მოვლენების განვითარების 2 შესაძლო სცენარი

mazda magti 5g