ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დღევანდელ პროცესსა და პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უწყებამ უარი თქვა.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, უწყების გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია მესამე პრეზიდენტი.
„მიხეილ სააკაშვილს ისევ არ რთავენ პირდაპირ ეთერში. ისევ არ გვაჩვენებენ. ანუ, ქოცებო, შუაშისტებო, ხვდებით მისი მდგომარეობის სიმძიმეს?
ნაცებო, თქვენ რომ პარლამენტში დარჩენის მიზეზს ისევ ხედავთ ეს სხვა უბედურებაა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.