თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბერს გადადო.
სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
„21-ში შეგნებულად არ ვნიშნავთ. არ მინდა სხვანაირი ინტერპრეტაცია მიეცეს“,- განმარტა მოსამართლემ.
ინფორმაციისთვის, 21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა.
ამავე თემაზე:
„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი სააკაშვილზე: „რამდენადაც ვიცი მზად არის, რომ ჩაერთოს“
პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა