LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი სააკაშვილზე: „რამდენადაც ვიცი მზად არის, რომ ჩაერთოს“

181
მიშა სააკაშვილი და ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, რომ სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწროს.

ამის შესახებ ჩხაიძემ ჟურნალისტებს კლინიკა ,,ვივამედში“ შესვლამდე განუცხადა.

„მე რამდენადაც ვიცი მზად არის, რომ ჩაერთოს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები