LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა – რატომ შეცვალა ექსპრეზიდენტმა გადაწყვეტილება

212
მიხეილ სააკაშვილი

„ფორტუნას“ ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა.

ექსპრეზიდენტის გავრცელებული წერილის თანახმად, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი ჩალაძე ავრცელებს, ნათქვამია, რომ ყოფილი პრეზიდენტის პროტესტის შეწყვეტის მიზეზი ევროპარლამენტარებისგან მიღებული წერილი გახდა, რომელში ისინი სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას კატეგორიულად სთხოვენ.

„ახლა მივიღე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან, რომლებიც კატეგორიულად მთხოვენ, ამ ეტაპზე შევწყვიტო შიმშილობა, რათა საბაბი არ მივცე შესაბამის სამსახურებს, რომ მე თვითონ ვიყენებ ზიანს. ამავე დროს, ევროპარლამენტარები მპირდებიან მთელი დიპლომატიური მცდელობების მობილიზაციას, რათა უზრუნველყონ ჩემი მინიმალური უფლებების დაცვა.

მე ცუდად ვარ იმიტომ კი არა, რომ ძალით არ ვჭამდი, არამედ იმიტომ რომ მოწამლული ვარ, რაც აისახა კიდეც ევროპარლამენტის განხილვებში, იმიტომ რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ვიყავი მრავალი თვის განმავლობაში, რაც მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტების, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატების დადასტურებულია“, – წერს გავრცელებულ წერილში მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გაუქმების ან/და გადავადების შესახებ სასამართლო პროცესი გაიმართა. ექსპრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის შესაძლებლობა ისევ არ მიეცა, მიზეზად პენიტენციურმა სამსახურმა, კლინიკა „ვივამედში“ შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის უქონლობა დაასახელა.

ამავე თემაზე:

პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რატომ ვერ ჩართეს სააკაშვილი დისტანციურად – „ვივამედს ტექნიკური მოწყობილებები არ აქვს“

„21-ში შეგნებულად არ ვნიშნავთ“ – მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებული სხდომა 22 დეკემბრამდე გადაიდო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g