LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი: მე მგონია, რომ ამ კადრებს შეიძლება, ვლადიმერ პუტინისთვის აჩვენებენ

192
BeFunky-collage (1)

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, კადრების გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის მორალური წამებაა.  ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ფიქრობს, როგორ დაგეგმოს საკუთარი „პიარ სვლები“ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად.

მიხეილ სააკაშვილის 12 დეკემბრის ვიდეო კადრები ვრცელდება

„ჩვენ ვნახეთ სრული უგულებელყოფა როგორც ჩვენი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმების ხელისუფლების მხრიდან. სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო აღშფოთება და მე მგონია, რომ ამ კადრებს შეიძლება, ვლადიმერ პუტინისთვის აჩვენებენ იმიტომ, რომ ნებისმიერი ნორმალური ადამიანის რეაქცია იქნებოდა ის, რომ ჩვენ ვუყურებთ წამებას. ამ კადრების გასაჯაროება მიხეილ სააკაშვილის მორალური წამებაა, ამიტომ მე საერთოდ არ მაქვს სურვილი ვისაუბრო ამ კადრების შინაარსზე, რადგან ეს არის როგორც უკანონო მოსმენა, მიყურადება და ა.შ. არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, ზუსტად იგივე აქ. ჩვენ, საზოგადოებას არ გვქონია მოთხოვნა, რომ ფარული კამერით ჩაწერილი სააკაშვილის კადრები ვინმეს გაემჟღავნებინა. სააკაშვილის პოზიცია და საზოგადოების მოლოდინი იყოს ის, რომ მას მიეცემოდა სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება და ამ ხალხმა, რომელიც ქვეყნის მთავრობას ეძახის თავის თავს, მაგრამ სინამდვილეში არიან ბიძინა ივანიშვილის ყურმოჭრილი მონები, რომელსაც ერთადერთი ამოცანა აქვთ – ივანიშვილის დავალებები შეასრულონ და ივანიშვილს თავის მხრივ ვლადიმერ პუტინის დავალებების შესრულება, გადაწყვიტეს, რომ არ მისცენ სააკაშვილს სასამართლოში მონაწილეობის უფლება და ამის ნაცვლად ზუსტად არ ვიცი რისი თქმა უნდოდათ საზოგადოებისთვის.

მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანა გარდა იმისა, რომ აჩვენონ როგორ უსწორდებიან სააკაშვილს საპატიმროში, არის ასევე მცდელობა იმის დემონსტრირების, რომ მისი ჯანმრთელობის საგანგაშო მდგომარეობა უკავშირდება მის არჩევანს და არა ობიექტურ სამედიცინო რეალობას.

„ქართული ოცნება“ ფიქრობს როგორ დაგეგმოს საკუთარი პიარ სვლები ამ ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად და მათ დღეს არ მისცეს სასამართლოზე გამოსვლის შესაძლებლობა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ, ბიძინა ივანიშვილთან ვიღაცამ მოითათბირა და თქვეს, რომ – „მოდი, ჯერ ეს კადრები გავასაჯაროოთ და შემდეგ ვნახოთ რას ვიზამთ“ და ამიტომ წაართვეს მას კონსტიტუციური უფლება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ვიდეოკადრებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g