LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იდეალური წყვილი“ – მარგო რობი და ბრედ პიტი წითელ ხალიჩაზე ცეცხლს ანთებენ

435
page

ლოს-ანჯელესში კომედიური დრამის, „ბაბილონის“ პრემიერა შედგა, სადაც მთავარ როლებს ბრედ პიტი და მარგო რობი ასრულებენ. წითელ ხალიჩაზე მთავარ გმირებთან ერთად უამრავი სხვა ვარსკვლავიც გამოჩნდა. მათ შორის ოლივია უაილდი, დიეგო სალვა, ეიზა გონსალესი, ელე ფენინგი და ა.შ…

ცნობისთვის, ფილმი „ოქროს გლობუსის“  ნომინაციაზე, „საუკეთესო მხატვრული ფილმის“  კატეგორიაშია წარდგენილი. ფილმში მარ­გო დამ­წყე­ბი მსა­ხი­ო­ბის როლს ას­რუ­ლებს. კინოკრიტიკოსები სამსაათიან ფილმს, „ოსკარის“ ჯილდოს უწინასწარმეტყველებენ.

რაც შეეხება ბრედისა და მარგოს „ლუქებს“ წითელ ხალიჩაზე, ისინი საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდნენ. 32 წლის „ოსკარის“ ნომინანტმა მარგომ და ოსკაროსანმა ბედმა შავ ტანისამოსზე შეაჩერეს არჩევანი. მარგოს „ალაიას“ ავანგარდული კაბა ამშვენებდა, 58 წლის ბრედმა კი კლასიკური, პრიალა კოსტიუმი და თეთრი პერანგი მოირგო.

„იდეალური წყვილი“, „როგორ უხდებიან ერთმანეთს“, „ტყუპებივით არიან“, – ასე აფასებენ კოლეგების გამოჩენას ფილმის პრემიერაზე.

„ვიფიქრე, კიდევ როდის მომეცემოდა მისი კოცნის შანსი, ავდექი და გავაკეთე ეს“ – მარგო რობიმ ბრედ პიტს კოცნა მოჰპარა

მოდის და მოაქვს ნიუ-იორკი – 58 წლის ბრედ პიტი სმოკინგსა და ბლანჟეში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები