LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უღირსი საქციელის ჩამდენსაც ღირსეულად უნდა მოექცე.. არასოდეს გარიოთ ბავშვები პოლიტიკაში, ეს ფსკერის ფსკერია და სამარცხვინოა – რატი ბრეგაძე

200
Untitled design (46)

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სახალხო დამცველის აპარატს მიმართავს, გამოეხმაუროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის განცხადებას შვილებთან დაკავშირებით.

რატი ბრეგაძის თქმით, აღნიშნული განცხადება აჩვენებს ოპოზიციის წარმომადგენლების „ამორალურ და დაუნდობელ“ დამოკიდებულებას, მათ შორის ბავშვების მიმართ.

„ბავშვების საკითხს რაც შეეხება, არ მივცემ თავს უფლებას მათი ამორალური სიტყვები გავიმეორო. ეს განაცხადი აჩვენებს მათ ამორალურ და დაუნდობელ დამოკიდებულებას, მათ შორის ბავშვების მიმართ. აქვე მინდა ვთხოვო სახალხო დამცველსა და ყველა შესაბამის ორგანიზაციას გამოეხმაურონ ამ მავნებლურ განცხადებებს სათანადო ფორმით“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“უღირსი საქციელის ჩამდენსაც ღირსეულად უნდა მოექცე. ამიტომ ჩემს მცირეწლოვან შვილებზე ამორალური სიტყვიერი თავდასხმების პასუხად რადიკალური ოპოზიციის წევრების შვილებს ვუსურვებ ყველაფერ საუკეთესოს და მშვიდობას ყველა სხვა ბავშვთან ერთად.

არასოდეს გარიოთ ბავშვები პოლიტიკაში, ეს ფსკერის ფსკერია და სამარცხვინოა!” – წერს რატი ბრეგაძე.

ცნობისთვის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვეს. მანამდე კი ფრაქციის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პლაკატები მიიტანეს, სადაც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ამოჭრილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები იყო ასახული.

დარბაზის დატოვებამდე ფრაქციის დეპუტატმა ანა წითლიძემ რატი ბრეგაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ „მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ“.

რატი ბრეგაძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს წააგეს 100:0 – ამ ოროსნებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პატივს არ სცემენ კონსტიტუციას

რა ჰკითხეს ბრეგაძეს დეპუტატებმა: შევუმოწმოთ ფრჩხილები და თმები… სააკაშვილი რაიმე სპეციფიკურ მკურნალობას ხომ არ საჭიროებს?

ბრეგაძე: ჩამოყალიბდება სატელევიზიო სტუდია „იუსტიცია“, რომელიც იქნება პროფესიული მედიასაშუალება იურისტებისთვის

„მაგ უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ“ – იუსტიციის მინისტრი ანი წითლიძეს

მინისტრი: 2012 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს ერთი საჩივარიც კი არ მიუღია წარმოებაში პენიტენციური სისტემიდან

იუსტიციის მინისტრი: სააკაშვილზე სახელმწიფოს მიერ 1 წლის განმავლობაში 200 000 ლარამდეა დახარჯული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები