LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი ბრეგაძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს წააგეს 100:0 – ამ ოროსნებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პატივს არ სცემენ კონსტიტუციას

188
რატი ბრეგაძე

„სპორტში, მაგალითად ფეხბურთში, არსებობს ასეთი წესი: როდესაც გუნდი გაუგებარი მიზეზის გამო არ ცხადდება, ეთვლება ანგარიში 3:0, ხოლო პოლიტიკაში, კარგად უნდა სცოდნოდათ რადიკალურ ოპოზიციონერებს, რომ დღეს მათ წააგეს 100:0, მაშინ, როცა დატოვეს დარბაზი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა.

აღნიშნულით იუსტიციის მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ სხდომათა დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვებას გამოეხმაურა და თქვა, რომ დარბაზის დატოვებით შეურაცხყოფა, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველსაც მიაყენეს.

„მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას, ბრეგაძემ ოპოზიციის წარმომადგენლები უდანაშაულობის პრეზუმფციისა და კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.

რა ჰკითხეს ბრეგაძეს დეპუტატებმა: შევუმოწმოთ ფრჩხილები და თმები… სააკაშვილი რაიმე სპეციფიკურ მკურნალობას ხომ არ საჭიროებს?

„სამწუხაროდ, პირდაპირი ტრანსლაციის დროს მაყურებელი ხედავს უშუალოდ მომხსენებელს და ვერ ხედავს დარბაზს. დარბაზი ახლა არის ცარიელი, სულ რამდენიმე პლაკატი დატოვეს [„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა] საკუთარი თავის ნაცვლად.

აქვე, უნდა ვთქვა, ისინი ხშირად საუბრობენ, თითქოს, ვინმეს ვემალებით, არ ვპასუხობთ, მე მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება. მე რომ ვიყო მათ ადგილზე, ამ ტრიბუნას აუცილებლად გამოვიყენებდი, მაგრამ ეტყობა გაუჭირდათ ლოგიკური კითხვების დასმა და შემდგომში მათთვის არასასურველი პასუხების მოსმენა.

ისიც კი აკადრეს საკუთარ ამომრჩეველს, რომ აქ არ მობრძანდნენ. შესაბამისად, სახლთან დადარაჯებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, ჯობდა აქ ყოფილიყვნენ. სირცხვილი მათ, თუნდაც საკუთარი ამომრჩევლების წინ.

ასევე, მათ დაიწყეს სერგო ორჯონიკიძესთან შედარება. პირდაპირ მინდა ვთქვა, აქ სკამებს ვუთხრა მათ ნაცვლად და იმედია უყურებენ, რომ საბჭოთა კინემატოგრაფმა მათი სახით დაკარგა ძალიან დიდი ტალანტები, რომლებიც ერთმანეთს აშკარად ტოლს არ დაუდებდნენ პავლე მოროზოვის როლის შესრულებაში.

ესეც მინდა, რომ დაიმახსოვრონ ამხანაგებმა. ასევე, ამ ოროსნებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პატივს არ სცემენ, მათ შორის, კონსტიტუციასა და დებულებებს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც ადამიანს უწოდებენ მკვლელს, მაშინ, როცა მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია.“– განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის განცხადებებს ვრცლად გაეცნობით:

ბრეგაძე: ჩამოყალიბდება სატელევიზიო სტუდია „იუსტიცია“, რომელიც იქნება პროფესიული მედიასაშუალება იურისტებისთვის

„მაგ უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ“ – იუსტიციის მინისტრი ანი წითლიძეს

მინისტრი: 2012 წლის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს ერთი საჩივარიც კი არ მიუღია წარმოებაში პენიტენციური სისტემიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები