LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დეპუტატი: ჰააგის სასამართლოს ჩვენი დამნაშავეებად წარმოჩენა და რუსეთის აგრესორად გამოყვანა უნდა, სამხრეთ ოსეთზე საქართველოს მხრიდან თავდასხმის დროს, ჩვენ აღმოვჩნდით მსხვერპლნი

155
Untitled design (2)

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების დასრულებას ოკუპირებულ ცხინვალში ეხმიანებიან.

ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა – ბრალდებულები მხოლოდ ოსური მხარიდან არიან

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. დეპუტატი დავიდ სანაკოევი რუსულ მედიასაშუალება TASS-სთან ამბობს, რომ ჰააგის სასამართლო გამოიყენება როგორც ზეწოლის ინსტრუმენტი, რომელიც რუსეთს აგრესორად წარმოაჩენს.

„სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ, გამოძიების ეტაპის ამ ფორმით დასრულება მიუთითებს იმაზე, რომ ეს საერთაშორისო ინსტიტუტი გამოიყენება რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად.

სამხრეთ ოსეთზე საქართველოს მხრიდან თავდასხმის დროს, ჩვენ აღმოვჩნდით მსხვერპლნი, ხოლო საქართველო აგრესორი, ახლა საერთაშორისო სასამართლოს უნდა ჩვენი, როგორც დამნაშავეებად და რუსეთის, როგორც აგრესორად წარმოჩენა, რომელიც თითქოს თავს დაესხა საქართველოს 2008 წლის 8 აგვისტოს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს აიძულა მშვიდობა და ჩვენი ხალხის განადგურებისგან გადაარჩინა, რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ დამავალა, საომარი მოქმედებების დროს ქართულ შენაერთებს ტყვედ ჩავარდნილი სამხრეთ ოსეთის ათობით მოქალაქის დაბრუნება.

პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი, მეეჭვება, რომ ადამიანის უფლებათა კომისარს რაიმე სახის მონაწილეობა მიეღო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში“, – თქვა სანაკოევმა.

შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 16 დეკემბერს განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის ფედერაციის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დასრულდა. 

გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია:

  • გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი – სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრი 2005-2008 წლებში.
  • გამლეტ გუჩმაზოვი – აგვისტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი
  • დავით სანაკოევი – სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:

,,რა დროც არ უნდა გავიდეს, ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება” – რა ბერკეტები აქვს საქართველოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ

„რეალურად, მაღალჩინოსნები დაუსჯელები დარჩნენ, მხოლოდ 3 ადამიანზე გადატეხა თავიდანვე გაუგებარი იყო, უნდა დამდგარიყო რუსი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხიც“ – უჩა ნანუაშვილი ჰააგის გადაწყვეტილებაზე

„ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ სიმართლის დამტკიცება შესაძლებელი იყო – ძირითადი სამუშაო ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა“: თალაკვაძე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

3 ოპოზიციური პარტია: 2008 წლის ომზე საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობა ფუნდამენტურად შეიცვალა – საქართველოს უჩნდება უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება

ნაცვლიშვილი: ამ ისტორიულ მომენტშიც კი, საქართველოში ძიძგილაობა მიმდინარეობს, ხელისუფლება ჰააგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას თავისთვის იჩემებს

ჰააგამ ბოლომდე გამამართლა და ქართულმა სასამართლომ შეიძლება სიკვდილი მომისაჯოს – მადლობა ყველა სამხედროს, რომელიც არ გაიყიდა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა: მიხეილ სააკაშვილი

თეა წულუკიანი: ჩვენს ტყავზე გადაიარა „ნაციონალების“ მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებამ, როგორც სტრასბურგში, ისე ჰააგაში.. სიმართლე დამტკიცებულია

mazda magti 5g